გლაუკომა glaucoma
გლაუკომა - თვალის ქრონიკული დაავადებაა; ხასიათდება თვალშიგა წნევის პერიოდული ან მუდმივი მომატებით, მხედველობის ნერვის ატროფიითა (გლაუკომური ექსკავაცია) და მხედველობის ველის ცვლილებებით. განასხვავებენ პირველად, მეორად და თანდაყოლილ გლაუკომას.
გლაუკომა - ეტიოლოგია, პათოგენეზი. პირველადი გლაუკომის განვითარებას წინ უძღვის ტროფიკული დარღვევები თვალის წინა ნაწილის ქსოვილებში, განსაკუთრებით მის სადრენაჟო სისტემაში, რაც განპირობებულია თვალის სისხლძარღვოვანი სისტემის და მისი ჰემოდინამიკის ცვლილებებით, ასევე ზოგადი პათოლოგიური გადახრებით. ეს იწვევს სითხის ცირკულაციის დარღვევას და ოფთალმოტონუსის მომატებას. მისი მაღალი დონე იწვევს მეორად ტროფიკულ ცვლილებებს თვალის ქსოვილებში. მხედველობის დაქვეითება უკავშირდება ბადურის და მხედველობის ნერვის ფუნქციური ელემენტების დაღუპვას. Read the rest of this entry »
Комментариев нет:
Отправить комментарий