среда, 9 января 2013 г.
გული
გული
ოქტომბერი 19th, 2009 |
Author:
admin
გული
არჩილ შენგელია
,
ლალი დათეშიძე
გული
(ლათ. cor; ბერძ. cardia) – ფიბროზულ–კუნთოვანი ღრუ ორგანო, რომელიც არსულებს ტუმბოს ფუნქციას და უზრუნველყოფს სისხლის მოძრაობას სისხლის მიმოქცევის სისტემაში.
ფუნქციონალური ანატომია.
გული მდებარეობს წინა შუასაყარში და პერიკარდიუმში მედიასტინური პლევრის ფურცლებს შორის. მას გააჩნია ფუძით ზემოთ, ხოლო მწვერვალით ქვემოთ, მარცხივ და წინ მიმართული არასწორი კონუსის ფორმა. გულის ზომები ინდივიდუალურია. ზრდასრული ადამიანის გულის სიგრძე შეადგენს 10–15 სმ (უხშირესად 12–13 სმ), სიგანე ფუძის არეში შეადგენს 8–11 სმ (უხშირესად 9–10 სმ), ხოლო წინა–უკანა ზომა 6–8,5 სმ (უხშირესად 6,5–7 სმ). საშუალოდ, გულის მასა მამაკაცებში შეადგენს 332 გრ (274–დან 385 გრ–მდე), ხოლო ქალებში – 253 გრ (203–დან 302 გრ–მდე).
Комментариев нет:
Отправить комментарий
Следующее
Предыдущее
Главная страница
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий